თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ წევრი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ  ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში”,-განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი