საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია შობას აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია შობას აღნიშნავს.

რელიგიის სააგენტოს ცნობით, რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ მშვიდობის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი ირინა სოლეი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი აბაი ფაშაევი და სააგენტოს მენეჯერი ლაშა მჭედლიძე დაესწრნენ.

მათ შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს ქრისტეშობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვეს.

შემდეგ სააგენტოს ქვემო ქართლის კოორდინატორმა შობა-ახალი წელი მიულოცა რუსთავის კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას მღვდელი ზურაბ კიკაჩეიშვილი უძღვებოდა.

სააგენტოს წარმომადგენლები ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ეწვივნენ და დღესასწაული მიულოცეს. საზეიმო ლოცვას აქ პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა