რომის პაპი - ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო წირვის დროს წმინდა მიწაზე, სადაც ამჟამად ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი მიმდინარეობს, მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იესოს მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ ჩაახშო სწორედ იმ მიწაზე, სადაც ის დაიბადა.

„ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული კონფლიქტებით, რომლებიც დღესაც ხელს უშლის მას მსოფლიოში ადგილის პოვნაში“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთი მიმართვა გააკეთა ღაზაში მძვინვარე კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და „ჰამასის“ მიერ გატაცებული, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა