ბათუმის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე, საზეიმოდ აინთება

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე, საზეიმოდ აინთება. ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ევროპის მოედანზე მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები დახვდებათ.

„სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში გაიმართება საახალწლო ბაზრობა, სადაც იქნება წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები და კვების ობიექტები, მოეწყობა სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და ფეიერვერკი. სტუმრების საზეიმო განწყობაზე კი, „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“ იზრუნებენ.

საახალწლო ღონისძიებები დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმელი ბენდების, სოლო შემსრულებლებისა და Dj-ების მონაწილეობით სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება. 31 დეკემბერს გრანდიოზული გალაკონცერტი ჩატარდება, ხოლო 7 იანვარს საზეიმო დასკვნითი კონცერტი.

დღესვე სტარტს აიღებს „ახალი წელი შენს ეზოში“ - საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის სხვადასხვა უბნებს მოივლის. საახალწლო ქარავანი 25 დეკემბერს შემდეგ მისამართებზე იმოძრავებს:

17:00 - ტაბიძის ქ. #37

18:00 - აფსაროსის ქუჩა (გონიოს ციხესთან)

19:00 - ლერმონტოვის ქ. #94

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები 01:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 02:00 საათამდე იმოძრავებს. ამავე დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ