ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თერჯოლაში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

კომპანიის ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „ექსპრესსერვისი 2008“-ის დირექტორმა, გიორგი ხაჟალიამ მოაწერეს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური მილების მოწყობა. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და შეიცვლება არსებული მრიცხველები.

სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 15 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა