ანა წითლიძე - თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით უნდა, ამას ვერ შეძლებს - გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა!

თუ გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით უნდა, ამას ვერ შეძლებს - გიორგი გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განუცხადა.

წითლიძის თქმით, როცა გახარია იმაზე საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლიერებს, უნდა ახსოვდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ციხეში სხედან და სისხლის სამართლის დევნაში არიან, „ხოლო გახარია, რომელიც პრემიერ მინისტრი იყო და 20 ივნისი მოაწყო, რომლის მიმართ არსებობს კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეზე და რომელიც მათ შორის კორუფციულ სქემებში იყო გარეული, თავისუფლად დადის და არავინ მას არაფერზე პასუხს არ სთხოვს“.

წითლიძე გახარიას მიმართავს საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე იზრუნოს.

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის გამოცდილება ვნახეთ, რომელთაც ეგონათ, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებდნენ, ამით ოპოზიციურ ველზე დაიმკვიდრებდნენ ადგილს. მოხდა პირიქით, როცა ყველა ასეთი პარტია 1%-ს ჩამოცდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არის მყარად იქ, სადაც არის.

მათი განცხადებები არის სასარგებლო იდიოტების განცხადებები, რასაც არც პოლიტიკასთან და არც სამართალთან კავშირი არ აქვს.

გახარიამ გადაწყვიტა იმ ადამიანების ხმებზე იმუშაოს, ვინც არც "ქართული ოცნების" მხარესაა და არც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. აიკიდა კომპლექსი, როცა "ქართულ ოცნებაზე" მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" აგინებს და ცდილობს იდენტობის დამკვიდრებას.

გიორგი გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ რიგ საკრებულოებში მის პარტიასთან სიტუაციური თანამშრომლობა მოგვიწია - მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას ერთად კოალიცია აქვს შექმნილი. მათ შორის ამიტომაც არის გახარია არაგულწრფელი მთელ რიგ განცხადებებში.

გახარიასთან განსხვავებით ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ასე რომ მივუდგეთ, თავად გახარიას აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი", - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო