თევზჭერისთვის განკუთვნილი უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა დასჯადი ხდება

თევზჭერისთვის განკუთვნილი უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა დასჯადი ხდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, თავდაპირველად ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი იქნება, განმეორებით შემთხვევაზე კი 6000 ლარი.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თევზჭერის უკანონო იარაღზე, რომლის გამოყენებაც ხდება ბრაკონიერების მიერ, ამ იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა იყოს დასჯადი. ამ მიმართულებით 3000-ლარიანი ჯარიმა შემოდის. რა თქმა უნდა, ასეთი ელექტროშოკური აპარატის კონფისკაციით და განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება 6000 ლარი იქნება, ასევე კონფისკაციით“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის სხდომის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

„დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა.

აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე