მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ფარსია, როცა ახალ სახეებზე საუბრობ, მაგრამ საზოგადოებას რეალურად ძველ სახეებს სთავაზობ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკაში ძველი პარტიებისა და ძველი მენტალიტეტის დასრულების შესახებ „ფარსს“ უწოდებს.

სარჯველაძის თქმით, „ფარსია, როცა ახალ სახეებზე საუბრობ, მაგრამ საზოგადოებას რეალურად ძველ სახეებს სთავაზობ".

სარჯველაძის შეფასებით, ხაზარაძე ცდილობს საკუთარ მოღვაწეობას რაღაც აქტუალობა შესძინოს.

„ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში ადგილის ძიების გაუთავებელი მცდელობები ახასიათებთ. ცდილობენ ის ბაზისი, რასაც ამომრჩეველი ყურადღებას უნდა აქცევდეს, ფიქტიური ინსტრუმენტებით ჩაანაცვლონ. ყველა კარგად ხვდება, რომ ფარსია, როცა საუბარია ახალ სახეებზე, მაგრამ რეალურად შეთავაზებულია ძველი სახეები. აქვთ მცდელობა იმისა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ და ადგილი იპოვონ პოლიტიკაში, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ იპოვეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია