დავით არახამია - უკრაინის სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა - მთავრობა წესებს ადგენს

უკრაინაში სამობილიზაციო სამუშაოები გრძელდება, 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა უკვე შევიდა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

"სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა. მთავრობა წესების დადგენაზე მუშაობს", - აღნიშნა არახამიამ.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო.

"პრეზიდენტმა გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. უბრალოდ ახალი ხალხის შეკრება და მათი პრობლემების გადაჭრა, ვინც ახლა მსახურობს, არ არის გამოსავალი. პარლამენტი ელოდება მზა დოკუმენტს, რომლის განხილვაც შესაძლებელია კომიტეტში“, - აღნიშნა ფრაქციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ კიდევ 450-500 ათასი უკრაინელის მობილიზება შესთავაზა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა