მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის ცენტრამდე რეგულარული შატლების დანიშვნა დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე

2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმერეთის მხარის ტურისტული სექტორის თხოვნის შედეგად, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ქუთაისსა და სრულიად იმერეთში ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა გაიზარდოს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეგულარული შატლ-სერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმა შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა