მიხეილ სააკაშვილი - რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის უმარტივესი ტესტია, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას - ქართულ ელექტორატს მინდა ვუთხრა: მტერს მიაჩნია, რომ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება

ქართულ ელექტორატს მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსოფლიოში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია, ამიტომ რუსული აგენტურის უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს მის ციხეში დატოვებას.

„არავის მსოფლიოსა და უკრაინაში ეჭვიც არ ეპარება, რომ მე ვარ პუტინის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით. ეს კარგად იციან ქართველებმაც. ამიტომ რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას, თან რაც შეიძლება მძიმე პირობებში.

ამავე დროს რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით. მათ კარგად იციან თუ რამდენად ეფექტურად შევძლებდი მე დღეს უკრაინის დახმარებას.

ქართულ ელექტორატს კი მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის,“ - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები