თაკო ჩარკვიანი - ხაზარაძეს და გახარიას ერთი პატრონი ჰყავს და ეს ივანიშვილია

ივანიშვილი წაუგებელს თამაშობს გახარია-ხაზარაძის ხელით, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართლი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ერთი საერთო პატრონი ჰყავთ და ეს ბიძინა ივანიშვილია.

„გახარია და ხაზარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობაა“. უცებ აგიხსნით, რომ ეს ტყუილია. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს და წერტილი. მას [სტაბილურ ამომრჩეველს] ვერაფერი დაძრავს, ვერც მელია და ვერავინ. მელია ტვირთია ხაზარაძისთვის, უკვე უარზეა ხაზარაძე, რადგან მელია ტვირთია, ტვირთი, გაიგეთ! ვერ წაიყვანს მელია ვერავის. ვერავინ ვერ წაიყვანს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მიშას გარდა. მისია ის პარტია. აბა, მაშ რა ხდება? რა ხდება და ახლა კონკურენციაში ხაზარაძე და გახარია მოდიან და სინამდვილეში ორივეს ერთი პატრონი ჰყავს და ეს პატრონი ივანიშვილია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერასდროს ვერ გახდებიან.

„ვერც ერთი ვერ იქნება პრემიერი და ვერც - მეორე. ახალი თაობა უნდა მოვიდეს. გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს ჯერ თვალების დათხრაზე, ხოლო იმან [მამუკა ხაზარაძე] ჩვენ ანაბრებზე, მაღალ პროცენტზე. აგონ პასუხი და მერე დააპირონ შემოკვეტება ქართულ პოლიტიკაში. იმის მეოთხედი მაინც უნდა ჰქონდეთ გაკეთებული, სააკაშვილის მაგვარი, სახელმწიფო საქმეებს ვგულისხმობ, რომ გაბედონ და ისაუბრონ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი