ორგანიზაცია „არუაა“ - სანდო წყარომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა

ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ განცხადებით, ინფორმაცია რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრ და ვიცე-პრემიერ ქრისტინა ოზგანსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, „სანდო წყარომ“ დაადასტურა.

„დღეს ეს ინფორმაცია სანდო წყარომ დაადასტურა. საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები კვლავ მსახურობენ ენგურის საგუშაგოზე“, - აცხადებენ ოკუპირებულ რეგიონში მოქმედ ორგანიზაციაში.

აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალების განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, საქართველოში „აფხაზეთის რესპუბლიკის“ არცერთი მაღალჩინოსანი არ ჩასულა და ქართულ მხარესთან ენერგეტიკის საკითხებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებები გალის რაიონში ხდება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანხმობის გარეშე ასეთი მოგზაურობა შეუძლებელი იქნებოდა.

„არუაა“ მოითხოვს, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელისგან“ პასუხი მოითხოვოს.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ან დაუყოვნებლივ გადადგეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზურმა „Нужная газета“-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის“, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან ზუგდიდში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი