შალვა პაპუაშვილი - იმაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს

„ლელო“, როგორც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ლელო“ არის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის რეალური ალტერნატივა და მათი მთავარი სტრატეგია იქნება, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს.

„ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, ადამიანები, რომლებიც კანონიერ, ძალაში შესული განაჩენით მხილებულნი არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე. ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა