დმიტრო კულება - ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გადადების მიზეზი უნგრეთი არ ყოფილა

ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გადადების მიზეზი უნგრეთი არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„მათ არ სურთ, ჰქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად მოხდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები უნგრეთს დამატებით დროს აძლევენ და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ