რომან გოცირიძე - პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს - საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს!

პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს - საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს! - ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე “ამბასადორიალის“ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის არ მიწვევის გადაწყვეტილებას.

გოცირიძე მომხდარს „დანაშაულსა“ და „უზნეობას“ უწოდებს.

„ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული. მთავრობა პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას უზღუდავს - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვა, მისი უცხოეთში არგაშვება. საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გაუსვლელი“ გახდა და უცხოეთში როგორც კერძო პირი, ასე დადის. ასევე სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აღნიშნეს, პრეზიდენტი ტრიბუნაზეც არ აუშვეს და საერთო სახალხო ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად აქციეს. ეს არის უზნეობა და დანაშაული - დანაშაულია იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ისეთ კონსტიტუციურ ორგანოს აკნინებს, როგორიც პრეზიდენტია, რომელიც იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა