რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს - ამ ფურცელნახევრიანი ნაგლეჯიდან ვერ დავინახე, რომ რეკომენდაციები მაღალი სტანდარტით შესრულდება!

„ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს - ამ ფურცელნახევრიანი ნაგლეჯიდან ვერ დავინახე, რომ რეკომენდაციები მაღალი სტანდარტით შესრულდება! - ასე ეხმაურება მთავრობის სამოქმედო გეგმას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

როგორც გოცირიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, თუ როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება და ამ მხრივ არსებული რეკომენდაციების შესრულება.

მისივე შეფასებით, დოკუმენტით ყველაფერი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა გასძნელებოდა. ამ რეკომენდაციებით პარტნიორები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გვიბიძგებენ და ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ესეც კი არ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივადაც არ იყო შესრულებული.

შესასრულებლად ელემენტარულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაც. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის სტანდარტი ისე დაბლა დასწიეს, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების აკრძალვამდე დაიყვანეს.

„ქართული ოცნება" მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთი საკითხები, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევს, არ შესრულდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში