„სპორტული გორი 2023“ - სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

„სპორტული გორი 2023“ - სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღონისძიებაზე 2023 წლის მიღწევები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.

ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც.

2023 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით წლის საუკეთესოები დასახელდა 8 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე;

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი - გიორგი ტერაშვილი;

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა - ეთერ ასკილაშვილი ;

წლის საუკეთესო სპორტსმენი ვაჟი კადეტთა შორის - გიორგი მაისურაძე;

წლის საუკეთესო სპორტსმენი გოგონა კადეტთა შორის - ანა გოდელაშვილი;

წლის საუკეთესო სპორტული სკოლა/კლუბი - ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა;

წლის საუკეთესო სპორტული ღონისძიება - ევროპის თასი ძიუდოში კადეტთა შორის;

მთავარ ნომინაციაში „წლის საუკეთესო სპორტსმენად“ აღიარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.

სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე