დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა - ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებით შედგა - ჩანაწერებში ჩანს, როგორ გამოდის ეს პირი იმ ტერიტორიიდან და შეშლილი სახით გარბის - ვითხოვ, გამოძიება FBI-ის მიერ გაგრძელდეს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებითაა შედგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ხუტაშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს.

გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, კონკრეტული პიროვნება შემთხვევის ადგილიდან როგორ გარბის.

„როგორც დაზარალებულს, ყველა მასალასთან მაქვს წვდომა. არასაკმარისი დროითაა ამოღებული საკვანძო ვიდეოკამერებიდან მასალა, თუმცა, გაქცევის მომენტი ჩანს, იმალება ბნელ ადგილზე“, - აცხადებს ხუტაშვილი.

ის ახლა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოლოდინშია.

„ფოტორობოტი თვითმხილველების აღწერილობის მიხედვით არის შედგენილი. ეს პიროვნება ზუსტად იმ ტერიტორიიდან გამოვიდა, სადაც ეს ამბავი მოხდა და შეშლილი სახით გარბოდა. ვინც ეს პიროვნება ნახა, შესაბამის უწყებაში დაჯდა და ეს ფოტორობოტი დახატა.

ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შსს-ს შესაბამისმა განყოფილებამ შეადგინა ის, საქმეში გვაქვს რამდენიმე თვეა და გადავწყვიტე, ხალხს თხოვნით მივმართო, რომ თუ ვინმეს ეცნობა აღნიშნულ ფოტორობოტზე არსებული პიროვნება, შემეხმიანონ. უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, ჩვენი მიზანია, მხოლოდ დამნაშავე გამოვლინდეს.

ამ საქმის შესაბამისი გამოძიება თავიდანვე არ დაიწყო, თავიდანვე იყო მცდარი ვერსიები „სუპების“. მე-10 თვე დაიწყო, ორი ექსპერტიზაა დანიშნული „სუპზე“ და არც ერთზე პასუხი არ არის მოსული, რადგან ეს თავშივე „ბლეფი“ იყო. მერე დაიწყეს საუბარი, რომ შეიძლება ძაღლმა შეაშინა და ასეთი მცდარი ვერსიებით გათვლა ჰქონდათ, რომ ოჯახი რომელიმე ვერსიას "წამოეკიდებოდა" და დაიჯერებდა, მაგრამ ვიცი რაც, როგორც მოხდა. 39 დაზიანებას ჩამოვთვლი, მრავლობითი დალურჯებები აქვს სხეულზე მიყენებული, ფრჩხილში თმა ჰქონდა ნაპოვნი, რომელიც შემდეგში საეჭვო ვითარებებში გაქრა. მგონია, რომ ამაში ექსპერტიზის ბიუროა ჩართული, საქართველოში არსებულ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს არ ვენდობი, ანაწმენდები დააობეს, თმა გააქრეს, ვერ იპოვეს რიგი ანაწმენდები, ამიტომ ვითხოვ, გამოძიება გაგრძელდეს FBI-ის მიერ და ეს მონაცემები იქ გაიგზავნოს. ეს არის ოჯახის მთავარი მოთხოვნა“, - აცხადებს ხუტაშვილი.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა