საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის - „LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, LISS24-ი წარმოადგენს Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით.

„LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება, სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ ასევე ონლაინ გაყიდვების გზით. აღსანიშნავია, რომ პროექტის კონსორციუმის მხრიდან განათლების უმაღლესო დონის ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციის და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. პროექტი დასრულდება 2026 წელს“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში, ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე, განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.

პროექტის კოორდინატორია ტურკუს (ფინეთი) გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი. პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, სომხეთიდან. საქართველოში პროექტის ნაციონალური კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო, პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა