რელიგიის სააგენტომ და ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

­

წინასაახალწლოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკის ეპარქიის მცხოვრებლებს საჩუქრები ჩაუტანეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 25 ფუთა ტანსაცმელი და 20 ყუთი ტკბილეულობა გადაეცათ.

„სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია). საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა