ჩინეთი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს უწესებს

ჩინეთი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს უწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კვლევებისა და მონაცემთა ანალიტიკურ ფირმა Kharon-ს, მის დირექტორს ედმუნდ შუსა და ადამიანის უფლებათა მკვლევარს, ნიკოლ მორგრეტის ჩინეთში მოგზაურობა აეკრძალებათ.

მაო ნინგის ცნობით, კომპანიისა და ინდივიდუალური პირების ნებისმიერი აქტივი ან ქონება, რომელიც მათ ჩინეთში აქვთ, გაიყინება. ასევე, ისინი ჩინეთში ტრანზაქციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების დაწესება სინძიანში არსებული ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის მთავრობის ყოველწლიურ მოხსენებაზე პასუხს წარმოადგენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო