ირაკლი შოთაძე -  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა

საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოებისთვის წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის უწყება პროაქტიულად ახდენს ინფორმაციების გავრცელებას, როგორც ზოგადი სტატისტიკის, მიმდინარე ტენდენციების, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

„საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც უწყების სტრატეგიით, ასევე სამოქმედო გეგმით, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით 2023 წელს გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების დიდ რაოდენობაში გამოიხატა. კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი საქმიანობა და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ “, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, პროკურატურაში ის შედეგები და მიღწევები არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის.

გენერალურმა პროკურორმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს 2023 წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ