თეონა აქუბარდია - ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა

დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა - აღნიშნულ პროცესზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა, - ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასება.

მისივე თქმით, ეს იყო ხარკი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან მოითხოვა, რაც ბოლო ფაქტობრივი ანექსია არ იქნება.

„2020-2021 წელს განხორციელდა სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწადნახევარია ვცდილობ ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მივმართე მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე