უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს

ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„თუ 2024 წლის დასაწყისში აშშ და ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას არ გაუწევენ, მაშინ საჯარო მოსამსახურეებისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის ხელფასებისა და პენსიების გაცემის გადავადება მოგვიწევს“, - განაცხადა იულია სვირიდენკომ.

„პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.

კერძოდ, საუბარია 500 000 საჯარო მოხელისა და 1,4 მილიონი მასწავლებლის ხელფასის, ასევე, 10 მილიონი პენსიონერისთვის პენსიის გაცემის შესახებ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები