გურამ მაჭარაშვილი - გახარია მოვლენებს ჩამორჩა - სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის საკითხს ჩვენ ვაყენებდით, რადგან უკვე გამოჯანმრთელებულია და კარგად მოჩიტდა

გიორგი გახარია, ყველაფერთან ერთად, მოვლენებს ჩამორჩა - მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმროში გადაყვანის საკითხს დღის წესრიგში ჩვენ ვაყენებდით, რადგან უკვე გამოჯანმრთელებულია, კარგად მოჩიტდა და ახლა ციხეში უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხი ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილი ვიზუალურად აღარ ექვემდებარება საჭიროებას, რომ კლინიკაში იყოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით საჭიროა თავად ექიმების შესაბამისი დასკვნა.

მაჭარაშვილის ინფორმაციით, ეს პროცესი მიდის.

„ჩვენ პარლამენტში იუსტიციის მინისტრს კითხვით მივმართეთ, თუ რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი ციხეში. გახარია ამას არჩევნების წინ რომ იმეორებს, ეს ვერ გადაფარავს გახარიას პოლიტიკურ ქორწინებას „ნაცმოძრაობასთან". ამას მათ ყოველთვის შევახსენებთ. გახარია თანამდებობიდან „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ გადადგა და მას შემდეგაც, „ნაცმოძრაობასთან" პოლიტიკურ ქორწინებაში თავს კარგად გრძნობს. გახარია ცდილობს, პოლიტიკური ქულები იმ ხალხისგან მოიპოვოს, ვინც ხმას არ აძლევს. უნდა, მათ გაემიჯნოს. როგორც ჩანს, ეს პატრონების საერთო დავალებაა.

სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ჩვენ დავაყენეთ და ნუ შეეცდება, რომ ამაში შეგვეხიდოს. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ საკითხს იკვლევს და მას შესაბამისი სტრუქტურების დასკვნები სჭირდება.

ამბობდნენ, სააკაშვილს უკურნებელი სენი სჭირდა და საქართველოში ვერ გადარჩებოდა. მაშინ ვკითხულობდით, რომ მას საქართველოს ჰაერი არ ყოფნიდა და ევროპის ჰაერი სჭირდებოდა, თუ რა უნდოდა. ვერავინ ამბობდა, რომ აქ ვერ განიკურნებოდა. ახლა იმ ექიმებმა, ვინც საპირისპიროს ამბობდა, აგვიხსნან, როგორ გადარჩა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში