ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს ვიბრძოლებთ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად

ამ ადამიანების მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ 2024 წელს ვიბრძოლებთ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც საგარეჯოში პარტიის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.

ხაბეიშვილის თქმით, დღეს შეხვედრები ექნება დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში და სრულად კახეთს მოივლის.

„შევხვდით საგარეჯოში ადგილობრივ ლიდერებს, ცხადია მადლობა გადავუხადეთ ამ ადამიანებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებენ. ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამ ადამიანების, ქართველი ხალხის დამსახურებაა. ხალხმა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და 1:0-ს ვიგებთ რუსულ პარტიასთან, ეს გამარჯვება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. დღეს შეხვედრები გვექნება დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში, სრულად მოვივლით კახეთს. ასევე, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად. ჩვენ ყველა მოსამზადებელი ეტაპი, ფაქტობრივად, გავიარეთ, გვაქვს გამარჯვების კოალიცია, გვაქვს ყველაზე მაგარი ინფრასტრუქტურა და ამ ადამიანის მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში