ილია ვერძაძემ, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა

ფასდაუდებელია თქვენი შრომა, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, მათი გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, საკანონმდებლო ორგანოში, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

ილია ვერძაძემ, მედიკოსებს, საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ღონისძიებაზე, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, უმაღლესი საბჭოს სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ექიმები. მედიკოსებს დამსახურებული ჯილდოები ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ და საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა - ლეილა ღოღობერიძემ გადასცეს.

უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ექიმებს აერთიანებს. მათთან თანამშრომლობით, კომიტეტმა არაერთი წინადადება და რეკომენდაცია მოამზადა. საბჭოს წევრებს, შეხვედრაზე, შემდგომი კონსულტაციებისთვის, „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გადაეცათ“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა