გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის მიმდებარედ, მოქალაქე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული სოჭის სახეობის 8 ერთეული ხე-მცენარის ტრანსპორტირებას ახდენდა.

„ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიშში კი, მოქალაქემ კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, 4 ერთეულ ხე-მცენარეს კი ტოტები გადაჭრა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები.

წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე