„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - კომერციული მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა პურის ფასზე არ იმოქმედებს

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის ფასზე არ იმოქმედებს.

როგორც დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ წყლის ტარიფის გაზრდის პარალელურად, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება და ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს.

„არანაირად არ დააწვება [პურის ფასს], რადგან მოგვიანებით გავიგეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასმა დაიკლო. ეს ერთმანეთს აბალანსებს და [შესაბამისად,] არ აისახება პურის ფასზე“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. კერძოდ, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. დადგენილი ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

როგორც სემეკის სხდომაზე დაამტკიცეს, 1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე