„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელი მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და ასორტიმენტით გაანებივროს, კომპანიაში ამ კუთხით საინტერესო სიახლეა. ერთგულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ექსკლუზიურად „იმპექსში“ ახალი გლობალური პრემიუმ ბრენდი- Korres შეიძინოს, რომელიც ორგანული მცენარეებისგან დამზადებულ, კლინიკურად დადასტურებულ, ბუნებრივ, უსაფრთხო და ეფექტურ სახის, სხეულის, თმის მოვლის საშუალებებსა და პარფიუმერიას გვთავაზობს.
ნატურალური, დახვეწილი სურნელებისა და ტექსტურების მქონე ბერძნული წარმოების კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ერთგული მომხმარებლების რაოდენობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას აქვს ბრენდული მაღაზიები და ასევე წარმოდგენილია ისეთ ცნობილ ქსელებში, როგორიცაა SEPHORA, Douglas და ა.შ.
კომპანიის დამფუძნებელია ფარმაცევტი, რომლსაც სურდა შეექმნა უსაფრთხო და ეფექტური ბუნებრივი კანის მოვლის საშუალებები. ბრენდის მიზანია ბერძნული ბუნების პოპულარიზაცია, მისი საგანძურის პასუხისმგებლობით შესწავლა, ადგილობრივი ფერმერებთან მუშაობა და ნატურალური მცენარეებისგან კლინიკურად დადასტურებული ფორმულების გამოყენება უნიკალური თავის მოვლის საშუალებების შესაქმნელად.
Korres-ის ბრენდის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ხაზებია:
თითოეული ხაზი მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, საოცარი სურნელისა და არომატების პროდუქტებს აერთიანებს.
„იმპექსფარმი“ მსოფლიოს წამყვანი ევროპული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია და მომხმარებლისათვის სიხალეების შეთავაზება და ასორტიმენტის გაფართოება კომპანიაში უწყვეტი პროცესია. “მოხარული ვარ, რომ მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ ბრენდი Korres საქართველოში ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე დაიმსახურებს ქართველი მომხმარებლის სიყვარულს. იმისთვის, რომ მსოფლიოში პოპულარული თავის მოვლის ბრენდები ქართველი მომხმარებლის ყოველდღიური არჩევანის პროდუქტებად ვაქციოთ, კომპანიაში მუდმივად მივყვებით თანამედროვე კოსმეტიკის ტენდენციებს, ვზრუნავთ ხარისხისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაზე, რაც „იმპექსფარმს“ სანდო პარტნიორის იმიჯს უნარჩუნებს და შედეგედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რიცხვიც მუდმივად იზრდება.
ასე რომ, სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მისი სტრატეგიიდან გამომდინარე, მომავალშიც გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს ნატურალური კოსმეტიკური ბრენდების არჩევანი ქსელში და ბევრი საინტერესო სიახლე შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს მათ სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“- განაცხადა ნინო დგვეფაძემ, „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორმა.
(R)