ვალერი ჩეჩელაშვილი - ჩვენ ვადევნებთ თვალს მერყევ საგარეო პოლიტიკურ კურსს - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის არ არის ნათელი, საით ვმოძრაობთ

ჩვენ არ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ის არ არის მდგრადი, არ არის თანმიმდევრული და არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ნათელი თუ საით ვმოძრაობთ, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან, ამასთან, აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით მოხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სწორი მიმართულებით, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იქნება ათვისებული ახალი შესაძლებლობები.

„ჯერჯერობით, იმ გეგმის თანახმად, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ ახალი 9 პუნქტის შესრულების კონტექსტში, ეს მაინც და მაინც დამაიმედებელი არ არის, იმიტომ, რომ ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა მისი ჩამოყალიბება.

გველოდება არჩევნები 2024-ში, ხდება ძალიან აქტიური რეკონფიგურაცია პოლიტიკური ველის, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფრთაზე. ჩვენ, ალბათ, დავინახავთ ამ პროცესის შედეგს მარტის ბოლოსკენ. მარტში ჩვენ, ალბათ, აქ გრძელვადიანი მისია გვეყოლება ევროკავშირიდან, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი პრიორიტეტია ევროკავშირთან შეერთება, არამედ იმასაც, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებლობას ახლა უკვე ინაწილებს თვითონ ევროკავშირიც, შესაბამისად, დიდი იმედი უნდა გვქონდეს იმისა, რომ დაკვირვება იქნება ძალიან სკურპულოზური, გამადიდებელი შუშით, რაც ქმნის მეტ იმედს საიმისოდ, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება უფრო სამართლიანად და გახსნილად“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ისეთი ბერკეტების გამოყენება, როგორც ტატუნაშვილ -ოთხოზორიას სიაა და სწორი მესიჯების გაგზავნა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოს პარტნიორებისთვის.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბერკეტი, რომელიც პარლამენტმა შექმნა - ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სია. ვინმეს ახსოვს ეს სია საერთოდ და რას ვმოქმედებთ ამ სიის გამოყენების კონტექსტში? ეს ბერკეტი არის საიმისოდ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დამნაშავე საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველა იყოს დასჯილი. მკვლელობები, რომელიც გვაქვს ადმინისტრაციულ საზღვარზე, გატაცებები, განცხადებები და ა.შ. - ეს სია უნდა განახლდეს ყველა ასეთი ნაბიჯის შემდეგ. იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, რომელიც არის დამნაშავე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებში, გატაცებებში და ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, უნდა იყოს დაწესებული მკაცრი სანქციები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან, ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი რუსეთისა და პარტნიორების მიმართ. ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ ვეგუებით ამ მდგომარეობას, არ გიწევთ წინააღმდეგობას, არც ორმხრივ ურთიერთობებში, არც მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის გამოყენებით და შესაბამისად, ვაქეზებთ რუსეთს, რომ ეს პოლიტიკა გააგრძელოს.

ვინაიდან სტრატეგია არ არის კარგად ჩამოყალიბებული, ჩვენ ვადევნებთ თვალს მერყევ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ერთი მხრივ არგაღიზიანება, ის, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და რაღაც მოლოდინი, რომ ამის საპასუხოდ რუსეთი რაღაც შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს - მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბოლო 10-11 წლის განმავლობაში, რომ ეს ვერ ამართლებს. რუსეთი ყოველთვის მოქმედებს ისე, როგორც მისი ინტერესები კარნახობს და სადამდეც მას მიუშვებ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში