მიხეილ სარჯველაძე - მამუკა ხაზარაძის განცხადება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ ლიტონი სიტყვებია - ამომრჩეველი საკმაოდ გამობრძმედილია, რომ არჩევანი ლიტონ განცხადებებზე დამოკიდებული არ იყოს

მამუკა ხაზარაძის განცხადება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ მხოლოდ ლიტონი სიტყვებია - ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გამობრძმედილია საიმისოდ, რომ მისი არჩევანი და პოზიცია ასეთ ლიტონ განცხადებებზე დამოკიდებული არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ არც „ლელო“ და არც ოპოზიციაში მოქმედი რომელიმე პოლიტიკური გუნდი ახალი სახეებით დაკომპლექტებული არ არის.

სარჯველაძის თქმით, ეს არის იგივე სახეები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და კარგად გამოწრთობილია ქართულ პოლიტიკაში.

„ამიტომ მარკეტინგული სვლა, რომ რეალობა რაღაც პოზიტიური სიტყვებით შეამკონ და შეეფუთონ, ლიტონი სიტყვებია, რომელსაც არავითარი შინაარსი არა აქვს. რაც შეეხება ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს, აქაც ყველაფერი ნათელია - ეს არის არა ამბიციური განცხადება, არამედ შეიძლება უფრო მეტად ვინმეს სურვილი. ესეც შეიძლება მარკეტინგულ გათვლას მოვაწეროთ. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, თვლიან, რომ არსებობს გარკვეული სეგმენტი საზოგადოებაში, რომელსაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები არა აქვს და ცდილობენ, მათი გულის მონადირებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ