მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიასთან „ლელოს“ სამომავლო თანამშრომლობა პრობლემური იქნება, მათ შორის „ლელოში“ და იმ გუნდშიც, რომელსაც მელია შექმნის

პარტია „ლელოს“ ნიკა მელიასთან სამომავლო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოში“ და იმ გუნდშიც, რომელსაც ნიკა მელია შექმნის, - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის პროგნოზი.

მისივე თქმით, ის, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობას აპირებს, დასტურია იმისა, რომ მათ თანამშრომლობა მაშინაც ჰქონდათ, როცა ნიკა მელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.

„ის, რომ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა, მათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა - ეს ძალიან მარტივად იკვეთებოდა. რაც შეეხება მათ მომავალ თანამშრომლობას, ეს რა თქმა უნდა პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოშიც“ და იმ გუნდში, რომელსაც მელია შექმნის. „ლელოს“ ეთაკილება იმის თქმა, რომ თანამშრომლობდა და პარტნიორობდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ მისივე ამომრჩეველი შეიძლება ძალიან ნაწყენი აღმოჩნდეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა. ეს ქმნის წინაღობებს, რაც მათ გადასარევად იციან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“