პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე ელჩებს უსმენენ

რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების თემაზე მოწვეული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართება.

კომიტეტის სხდომაზე სამ ქვეყანაში მივლენილ დიპლომატს უსმენენ - კერძოდ, მოწვეული არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

დიპლომატების მოხსენებით გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა დაიხურება, მათ შორის დახურულ ფორმატში დასვამენ კითხვებს დეპუტატები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა