გასული წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და ინსპექტირების რაოდენობა.
ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეთა მომართვიანობა საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 524 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 348 (66%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 120 (23%) - საჯარო უწყებებში, ხოლო 56 (11%) - სამართალდამცავ ორგანოებში.
„მონაცემთა დამუშავების კანონიერება(ინსპექტირება) 185 ფაქტზე შეამოწმა. მათგან 42% (78) შემოწმდა გეგმურად, ხოლო 58% (107) - არაგეგმურად.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 259 ფაქტი, მათგან 39 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 220 ფაქტი - საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 64% (165) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 25% (65) - საჯარო სექტორში, ხოლო 11% (29) - სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 448 დავალება და რეკომენდაცია.
სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 4872 კონსულტაცია გასცა.
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 75 შემთხვევაში გამოიყენა.
სხვა სტატისტიკური მონაცემები:
სამსახურმა ჩაატარა 62 შეხვედრა 3158 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე მონაცემთა დამმუშავებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.