ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე მდებარე ავდეევკაში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე მდებარე ავდეევკას ეწვია. ამასთან დაკავშირებულ ვიდეოს ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 110-ე ბრიგადის პოზიციებს ეწვია, სადაც ბრიგადის მეთაურთან თავდაცვითი ვითარება და ძირითადი მოთხოვნები განიხილეს. ზელენსკიმ ასევე ბრიგადის ჯარისკაცები დააჯილდოვა.

„აქ სიცოცხლე იბრძვის, და მადლობელი ვართ ყველა მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცის, მეზღვაურის, სერჟანტის, ყოველი ოფიცრის, რომლებიც ამ ომს თავად იტანენ. მადლობა ყველა თქვენგანს, მებრძოლებო! ავდეევკაში ჩემს გუნდთან ერთად მებრძოლებს შობა-ახალი წელი მივულოცეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა