საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წელიწადნახევრის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს აფასებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
მისი თქმით, ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატია იყო საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი და უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმიანობა უპრეცედენტოდ წარმატებული იყო.
,,ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან წარმატებებთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წელიწადნახევრიანი ძალისხმევის დაგვირგვინებაა. ორივე მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატია იყო საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი და უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი საგარეო საქმიანობა უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. განხორციელდა ათობით შედეგზე ორიენტირებული საგარეო ვიზიტი და მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ამოცანები შესრულდა საპარლამენტო კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მიერ ყველა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანასთან.
2023 წელს, ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოში პირადად მემასპინძლა თავმჯდომარეებისთვის შემდეგი ქვეყნებიდან:
სერბეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ირლანდია, გერმანია, ისრაელი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვენია,
საგარეო ვიზიტების ფარგლებში შევხვდი თავმჯდომარეებს სხვადასხვა კონტინენტიდან:
*ევროპა*მალტა, იტალია, საფრანგეთ, რუმინეთი, ბელგია , ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.
*აფრიკა*ჯიბუტი, კაბო ვერდე, ზამბია, ბურუნდი, მოზამბიკი , ლესოტო, მავრიკი , ტანზანია, განა.
*ოკეანია*ავსტრალია, ტუვალუ, ფიჯი,
*აზია*შრი-ლანკა
*ამერიკა*ბაჰამის კუნძულები .
2024 იქნება ყველა საპარლამენტო ორგანოს აქტიური მუშაობის წელი, რათა საქართველოს კონსტიტუციურმა მიზნებმა - ევროპულმა და ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ, კიდევ უფრო, რეალისტური კონტურები შეიძინოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.