ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! - გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით

ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო! , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“გამარჯვებით დავიწყეთ 2023 წელი, ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ მარტში, შედეგი გამოიღო - კრემლმა უკან დაიხია! წლის ბოლოს, მარტში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, უკვე ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, ქართველი ხალხი 1-0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან - ხელისუფლებასთან.“2023 წელს, კრემლის აგენტურა საქართველოში სრულად გაიშიფრა და ახლა უკვე, ამერიკელებმა დაასანქცირეს ჯერ, კლანის მოსამართლეები, შემდეგ კი “ეფესბეს” აგენტი და რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძე. 2024 წელი, გარდაუვალად იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელი. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობით, აქტიურობით და თანამონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება. 11 წელია რუსი ოლიგარქი საზოგადოებას ჰყოფს, ხლეჩს და აპირისპირებს. ცდილობს დაქსაქსოს და ერთმანეთს წაკიდოს ხალხი, თავად კი მილიარდები გამოიმუშაოს.

ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემითა და მეტი პოზიტივით, ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მომავალი მნიშვნელოვანია. გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში