ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ულტიმატუმი შეარბილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი შეარბილა.

ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბენიამინ ნეთანიაჰუ მიანიშნებს, რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„ძალისხმევა გრძელდება. კონტაქტები მიმდინარეობს; ისინი არ არიან მოწყვეტილა. „ჰამასის“ მხრიდან იყო ულტიმატუმი, რომელიც ახლა შერბილდა“, - წერს ისრაელის პრემიერი.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მძევლებს მხოლოდ საკუთარი პირობებით გაათავისუფლებს. Reuters-ის ცნობით, დაჯგუფების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემჰამასის“ პოზიცია ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებს გააცნო, ქვეყნების, რომლებიც ცდილობენ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყონ ხელი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა