ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანია და მისი აღმასრულებელი დირექტორი სანქციების სიას დაამატა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ბრილიანტების აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად შემოვიღეთ, ევროკავშირი დღეს Alrosa-ს, მსოფლიოში ბრილიანტების მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას და მის აღმასრულებელ დირექტორს, სანქციების სიაში ამატებს“, - წერს ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

კომპანიას სანქციების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს