ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.

„აფეთქებები ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია“, - განუცხადა სახელმწიფო მედიას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.

„ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებენ, მაგრამ ხალხის ჯგუფი გზებს ბლოკავს“, - განაცხადა ქერმანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა, რეზა ფალაჰმა.

შეგახსენებთ, გენერალი ყასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში აშშ-ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია