დმიტრო კულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე - ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებული ვართ „გეგმა A-ში“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სჯერა "გეგმის A"-სი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატივა ("გეგმა B") არ აქვს.

CNN-თან ინტერვიუში, კითხვაზე, როგორია უკრაინის "გეგმა B" იმ იარაღის დეფიციტის კომპენსირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის ქვეყნებიდან ვერ მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა : „ჩვენ არ გვაქვს „გეგმა B“, ჩვენ დარწმუნებული ვართ „გეგმა A-ში“.

„უკრაინა ყოველთვის იბრძვის იმ რესურსებით, რაც აქვს და როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სწორად განაცხადა, რასაც უკრაინას აძლევენ, ქველმოქმედება არ არის. ეს არის ინვესტიცია ნატო-ს დასაცავად და ასევე ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის დასაცავად“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნატო-ზე თავდასხმას ვერ გაბედავს.

„ისინი, ვინც თავიანთი საგარეო პოლიტიკური გათვლებით თვლიან, რომ პუტინი ვერ გაბედავს ნატო-ს ქვეყანაზე თავდასხმას, თუ დაინახავს, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შეუძლია, უზარმაზარ შეცდომას უშვებენ. როგორიც არ უნდა იყოს ფასი დღეს, ყველაფრის ფასი, რაც მოხდება, თუ უკრაინა დღეს დახმარებას არ მიიღებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება. ამიტომ, გვჯერა „გეგმა A“-სი, ჩვენ ვმუშაობთ „გეგმა A“-ზე და ჩვენ მას განვახორციელებთ“,- აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი