ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელის ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.

„ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა ირანლის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ისრაელის სასჯელი "სამწუხარო და მკაცრი" იქნება.

შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ და რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მასში ისრაელი მონაწილეობდა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ