ირანმა აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავა

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის ქმედუნარიანმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ძალიან კარგი ინფორმაცია კერმანში ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილე ელემენტებთან დაკავშირებით და ამ ინციდენტში მონაწილეთა ნაწილი დააკავეს“, - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართა, სახელმწიფო ტელევიზია კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ შეკრებილი ადამიანები სკანდირებენ: „შურისძიება, შურისძიება!“

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს