ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ბლინკენის პირველი გაჩერებაა, რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში.

სახელმწიფო მდივანი შაბათს სტამბოლში შეხვედრებს გამართავს და ასევე მოსალოდნელია მისი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა.

თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, გასული წლის ნოემბერში, ბლინკენი ერდოღანს არ შეხვედრია, მაგრამ შეხვდა თავის თურქ კოლეგას - საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის შემდეგ ბლინკენი ეწვევა იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს.

2023 წლის 7 ოქტომბრის "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ეს ბლინკენის რეგიონში უკვე მეოთხე ვიზიტია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა