რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცეს

საქართველოს ყველა ტაძარში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა -მართლმადიდებელი ქრისტიანები განკაცებული მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, სასულიერო პირებსა და მრევლს შობა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა.

„ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აღავლინა.

საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.

სამცხე-ჯავახეთში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა. რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი