ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სარდლობა განადგურებულია

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის დაშლა დაასრულეს.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ.

მისი თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.

დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს კამპანიას „„ჰამასის“ ლიკვიდაციისთვის, მძევლების დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“.

„ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველაფერი, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისათვის, ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში