იოავ გალანტი - ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს.

„ჩვენ ახლოს ვართ მომდევნო ფაზასთან ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში მიწის ზემოთ“, - აღნიშნა გალანტმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

ღაზას სამხრეთ ნაწილში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის თავმოყრის საკითხზე კომენტირებისას, გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო შეტევის დროს საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გათვალისწინება და სამხედრო ტაქტიკა კორექტირებას საჭიროებს.

”ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას“, - აღნიშნა გალანტმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია