ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და სხვა ოფიციალური პირები.

ანდრეი ერმაკმა დეკემბერში ევროკავშირისა და ნატო-ს იქ ქვეყნები დაასახელა, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ჯერ არ შეერთებიან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა - ავსტრია, ხორვატია, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი და ნატო-ს წევრი ქვეყნები : თურქეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში